ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება რუსთავში
პოლიციის განყოფილება რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატი ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 13 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე  დაკავებულ 29 წლის მამაკაცს სამართალდამცველებმა ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში გუშინ, დილით მოხდა. 29 წლის მამაკაცმა საკუთარ ძმისშვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ მამა სცემა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კარი ჩაკეტა და ძმისშვილი მოკლა. მომხდარის შემდეგ მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს

ბრალდებულის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვალერი ირემაძეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ადვოკატი ირემაძისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში რჩება.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა.

დაკავებულის მეგობრების განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მომხდარის წინა დღეს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. მამაკაცი ფსიქიატრიულში ადგილების არარსებობის გამო არ მიიღეს და ნარკოლოგიურში გაგზავნეს, სადაც ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ მოათავსა. ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი კი, თავის მხრივ, უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3 ათასი ლარი მოსთხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0