თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს

© Photo: courtesy of EuroVision / Thomas Hanses მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის
მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამთა  გოდუაძე ევროპელი მაყურებლის წინაშე სიმღერით „რიფლეი“ (Replay) წარდგება

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე კვიპროსს წარმოშობით ქართველი და საბერძნეთში მოღვაწე მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თამთა ევროპელი მაყურებლის წინაშე სიმღერით „რიფლეი“ (Replay) წარდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, საკონკურსო სიმღერის ავტორი წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინოა, რომელსაც ეკუთვნის კვიპროსის 2018 წლის საკონკურსო სიმღერა „ფუეგო“ (Fuego), რომელმაც 436 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2019“: საკონკურსო  სიმღერას ქართველი მაყურებელი თავად შეარჩევს

მომღერლის პერფორმანსზე ქორეოგრაფი საშა ჟან-ბაპტისტი იზრუნებს.

კლიპის გადაღება რამდენიმე დღეში დაიწყება და მისი პრეზენტაცია 5 მარტსაა დაგეგმილი.

რაც შეეხება საქართველოს მონაწილეს, წელს კონკურსზე საქართველოს პირველი არხის მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული წარადგენს. ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას ექვსი კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში იმართება, რადგან გასულ წელს ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა.

2018 წელს საქართველოს კონკურსზე წარადგენდა ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao, თუმცა ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0