„ევროვიზია 2019“: საკონკურსო  სიმღერას ქართველი მაყურებელი თავად შეარჩევს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროვიზია
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია მხარი დაუჭიროს მონაწილეს, რომელიც  ისრაელში „ევროვიზია 2019“–ზე საქართველოს სახელით გამოვა


თბილისი, 1 თებერვალი  — Sputnik.  ქართველი მაყურებელი  წელს თავად შეარჩევს არამარტო „ევროვიზია 2019“–ის ქართველ მონაწილეს, ისე სიმღერას, რომელიც კონკუსზე შესრულდება.

„ევროვიზია 2019“–ზე წარსადგენი სიმღერის შესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა  გასული წლის 21 თებერვალს გამოაცხადა და 1 თებერვალს დასრულდა. როგორც აღინიშნა, კონკურსზე სულ 200–ზე მეტი კომპოზიცია  შევიდა. ამასთან, მონაწილეებს შორის ქართველ კომპოზიტორებთან ერთად, უცხოელებიც იყვნენ. 

„ევროვიზია 2018 - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, როდის გამოვა საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე

„რამდენიმე დღის შემდეგ კონკურსში მონაწილე  სიმღერების შერჩევა დაიწყება. პროცესს სპეციალური ჟიური უხელმძღვანელებს. მათ არ ეცოდინებათ კონკრეტული კომპოზიციის ავტორის ვინაობა და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიუკერძოებლად მიიღებენ. თავად ჟიურის წევრების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

როგორც აღინიშნება, ჟიურის გადაწყვეტილების შემდეგ, „საქართველოს ვარსკვლავის“ შოუს ოთხი ფინალისტი სპეციალური სიიდან საკუთარ ფავორიტ–სიმღერას აირჩევს, რომელსაც პროექტის ფინალში 2 მარტს შეასრულებენ.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში იმართება, რადგან გასულ წელს ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა.

2018 წელს საქართველოს კონკურსზე წარადგენდა ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao, თუმცა ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

წელს კონკურსზე საქართველოს პირველი არხის მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული წარადგენს.

პირველი, მეორე ნახევარფინალი და კონკურსის ფინალი 14, 16 და 18 მაისს გაიმართბა. საქართველო კონკურსზე 14 მაისს გამოვა, ნახევარფინალის მეორე ნაწილში.



ყველა ახალი ამბავი
0