საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება მოითხოვეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან
საპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, აქცია მანამდე არ შეწყდება, სანამ მისი ძმის ზიარების და გათავისუფლების მოთხოვნები არ შესრულდება

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის გასამართლებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.

დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ 6 თებერვალს საპატრიარქოს შენობის წინ კარავი გაშალა. ის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მის ზიარების ითხოვდა. 2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
„ეს ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა"

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძე​მ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის ზიარებასთან ერთად, მათ ახალი მოთხოვნა აქვთ – გიორგი მამალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება – ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ვიდრე ზიარების და გათავისუფლების მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე ჩვენი აქცია არ შეწყდება. საპატრიარქოსთან ვართ, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

აქციაზე მივიდნენ ზაზა სარალიძე, დაკავებულის ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი.

საპატრიარქოში საპროტესტო აქციას მიუღებელი უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს „ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა“.

ყველა ახალი ამბავი
0