აზერბაიჯანში ახალი ავტოქარხანა აშენდება

© Sputnik / Murad Orujov აზერბაიჯანში ახალი ავტოქარხანა აშენდება
აზერბაიჯანში ახალი ავტოქარხანა აშენდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში აწყობილი „გაზის“ მარკის ავტომობილების ექსპორტი საქართველოსა და ირანში განხორციელდება

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანში, ჰაჯიქაბულის სამრეწველო რაიონში ახალი ავტოქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების წესები, შესაძლოა, ოდნავ შემსუბუქდეს

ახალ ქარხანაში აიწყობა მსუბუქი კომერციული ავტომობილები „გაზელ ნექსტი" და „გაზელ ბიზნესი", ასევე საშუალოტონიანი სატვირთო „გაზონ ნექსტი“, სასწრაფო დახმარების მანქანები და მიკროავტობუსები - სულ 12 დასახელების სატრანსპორტო საშუალებები.

აზერბაიჯანი თავისი ავტომობილების გასაღებას საქართველოში გეგმავს >>

ახალ ავტოქარხანაში, რომელიც კომპანია AzerMash-ს ეკუთვნის, სავარაუდო ინვესტიციების მოცულობა 14 მილიონ მანათს შეადგენს.

ავტომობილების გამოშვების დაწყება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.

ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად საწარმოში აიწყობა ათასამდე ავტომობილი, რომლის რეალიზება აზერბაიჯანის გარდა, საქართველოსა და ირანში იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0