ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის გზა გაიხსნა

© photo: Roads Department of Georgia / FB თოვლის გაწმენდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალზე
 თოვლის გაწმენდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზა „ყაზბეგი - ზემო ლარსი“ გაიხსნა, თუმცა ავტომაგისტრალის ორ მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: გაუარესებული ამინდის გამო შეზღუდვები დაწესდა >>

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო მოძრაობა დილით  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებისთვის აიკრძალა. ამჟამად გზა გაწმენდილია.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც ავტომობილების გაჩერება აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0