ზემო ლარსი დღეს: გაუარესებული ამინდის გამო შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისატვირთო ავტომობილები საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთო ავტომობილები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტომობილებს არ ატარებენ

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ მიმართულებით ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
სინოპტიკოსთა პროგნოზი: ამინდი უქმეებზე მთელ საქართველოში გაუარესდება

უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვა დაწესდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც ავტომობილების მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0