თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სინოპტკოსები უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ — ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთიანეთში — თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შაბათს დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია პლუს 8-13 გრადუსი სითბო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 4-9 გრადუსამდე დაეცემა. დაუბერავს 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
კვირასა და ორშაბათს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ ტერიტორიებზე პლუს 8-13 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. ქარის სიმძლავრე ისეთივე დარჩება, როგორიც წინა დღეს.
თბილისში შაბათს შედარებით აცივდება, იქნება ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი.
დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 4-6 გრადუსამდე დაიწევს. მცირე ნალექია მოსალოდნელი კვირასა და ორშაბათსაც. ჰაერი 8-10 გრადუსამდე გათბება.