თბილისში ვახუშტის ხიდი რემონტის გამო გადაიკეტება

© Sputnik / Vladimir Umikashviliვახუშტის ხიდი
ვახუშტის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბურთალოს და დიდუბის დამაკავშირებელი ხიდი კვირას 07:00 საათიდან გადაიკეტება

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მერია აფრთხილებს ავტომობილების მძღოლებს, რომ თბილისში ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი კვირას დილით მთლიანად გადაიკეტება.

ხიდზე რემონტი მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, 27 იანვრიდან, საბურთალოდან დიდუბისკენ მიმავალი ხიდის ნაწილი დაიკეტა.

მერიის განცხადება: ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება >>

მოძრაობა ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდებარე ტერიტორიაზე კვირას 7:00 საათიდან 11:00 საათამდე ორმხრივად გადაიკეტება, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
მძღოლების საყურადღებოდ! თბილისის ცენტრში მოძრაობა იკრძალება

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან  ვახუშტის ხიდის  გავლით  სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი მტკვარზე 1978 წელს აიგო. მისი საერთო სიგრძე 220,5 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე - 21 მეტრია.

ხიდის სარემონტო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება 2015 წელს კვლევის შედეგად არის მიღებული, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდა. სამუშაოებს, რომელიც ხუთ თვეს უნდა გაგრძელდეს, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0