მძღოლების საყურადღებოდ! თბილისის ცენტრში მოძრაობა იკრძალება

გამოწერა
მარშალ გელოვანის გამზირისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, 8 თებერვალს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულება გადავადდა

ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ვაშლიჯვრის ახალი, ორდონიანი ესტაკადის მშენებლობა გახდა. მარშალ გელოვანის გამზირისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.

შსს-ს მონაცემებით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტი ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებს: დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომობილების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ გელოვანის გამზირზე.

ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.

მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0