თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანები 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისა, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობისას შეღავათები დაწესდა.
„ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
შეღავათი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპული მონაწილეებისა და მარჩენალ დაკარგული ოჯახების წევრებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.