„საქართველოს რკინიგზა“ შობის დღესასწაულზე რეისებს ამატებს

© courtesy of Georgian Railwayთბილისი–ბათუმის ორსართულიანი მატარებლები
თბილისი–ბათუმის ორსართულიანი მატარებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამატებითი რეისები დაინიშნება თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამატებით რეისებს ნიშნავს, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დამატებითი რეისები დაინიშნება თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით.

ასევე, ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

კერძოდ, მატარებლები იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

თბილისი–ზუგდიდი–თბილისი (N878/877)

გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
08:50 14:43 17:05 22:45

თბილისი–ბათუმი–თბილისი (N808/807)

გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
10:30 15:30 17:10 22:05


 

ყველა ახალი ამბავი
0