ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliბოდბეს მონასტერი
ბოდბეს მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ორგანიზებით ხორცილდება.

გარევაჭრობა ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა განახლდა

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

„ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, -აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0