ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა განახლდა

CC BY 2.0 / young shanahan / Jvari Church.გარევაჭრობა ჯვრის მონასტერთან
გარევაჭრობა ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოვაჭრეებს ვადა შაბათამდე მისცეს, რომ მონასტრის ტერიტორიიდან დახლები აიღონ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა განახლდა – პროდუქცია დახლებზე დღეს დილით გამოჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს (ჭინჭარაული) გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 14 იანვარს დაიკეტა. მონასტრის დაკეტვის მიზეზი მის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობა გახდა. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მოთხოვნა იყო. მონასტერი 16 იანვარს გაიხსნა.

ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია: საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გარემოვაჭრეებმა ოთხშაბათს საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ საპატრიარქოში შეხვედრაზე მათ წამგებიანი წინადადება შესთავაზეს, რადგან ტერიტორია, სადაც ვაჭრობის უფლება მისცეს, შორსაა და იქ ტურისტები არ არიან. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვა ფინანსურ პრობლემებს უქმნის. ამიტომ მათ ვაჭრობის განახლება გადაწყვიტეს და პარასკევ დილით დახლებზე თავიანთი პროდუქცია განათავსეს.

მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელსაც საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოვაჭრეებს სამდღიანი ვადა მისცეს თავიანთი დახლების ასაღებად. ეს ვადა შაბათს იწურება.

მონასტრის წინამძღვარი ასევე აცხადებს, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მასტაბური პროექტის განხორციელებას იწყებენ, რის შემდეგ მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოუწევთ.

მცხეთის ჯვარი - Sputnik საქართველო
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

ტაძარი ამჟამად ღიაა მომლოცველებისა და ტურისტებისთვის. მამა კონსტანტინეს თქმით, ის მონასტრის დაკეტვას აღარ აპირებს და დაელოდება, როდესაც გარემოვაჭრეები კანონის მოთხოვნებს დაემორჩილებიან.

მცხეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მღვდელმსახურების მოქმედებებს უსამართლო უწოდა. მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები არავის უშლიან ხელს და მათთვის მუშაობის აკრძალვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი შემოსავლების ერთადერთი წყაროა.

განცხადებით გამოვიდა საპატრიარქოც, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ ეკლესიებთან ახლოს გარევაჭრობამ ცივილიზებული სახე მიიღოს.

მცხეთის ჯვრის მონასტერი VI საუკუნის კულტურული ძეგლია. ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0