კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 2 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი

გამოწერა
ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო ღირებულება 14 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისსა და რუსთავში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა 4 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ნივთმტკიცების სახით სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ჯამში 2 ათას კოლოფზე მეტი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-სთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 1 850 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 14 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0