საგამოძიებო სამსახურმა 4 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო ღირებულება 12 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიგარეტის კოლოფები დახლზე - Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა 3 050 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ჯამში 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0