რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი "თეთრი კვადრატის" ჟიურიში ქართველი მიიწვიეს

© photo: White Square / FBფესტივალ „თეთრი კვადრატის" ლოგოტიპი
ფესტივალ „თეთრი კვადრატის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პავლე გაბრიჩიძემ გაიმარჯვა კანის კრეატიულობის ფესტივალის ნომინაციაში „ახალგაზრდა მარკეტოლოგები".

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მარკეტოლოგი პავლე გაბრიჩიძე მარკეტინგისა და რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი „თეთრი კვადრატის" (White Square) ჟიურის შემადგენლობაში შევიდა, იუწყება პორტალი Marketer.

„თეთრი კვადრატი" აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიკაციების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია და ასევე მთავარი მოვლენა მარკეტინგის სფეროში ბელარუსში. ღონისძიება წელს 17-19 აპრილს მინსკში მეთერთმეტედ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ბელარუსის საკომუნიკაციო და მარკეტინგული სააგენტოების ასოციაცია.

ქართველი კანდიდატები კანის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
რეკლამის ქართველი სპეციალისტები კანის კრეატიულობის ფესტივალზე მიდიან

კონკურსებზე, რომლებზეც ათასზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, ასობით დიდი რეკლამის შემკვეთი მონაწილეობს ევროპისა და დსთ-ის 25-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე ევროპის პროფესიული კრეატიული საზოგადოების წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი – პავლე გაბრიჩიძე კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ციფრული რეკლამის მიმართულების ხელმძღვანელია. მან 2018 წელს კანის კრეატიულობის ფესტივალზე გაიმარჯვა ნომინაციაში „ახალგაზრდა მარკეტოლოგები".

გაბრიჩიძე ფესტივალზე ჟიურის წევრად მიიწვიეს კატეგორიაში Digital. მისი განცხადებით, შეფასების მთავარი კრიტერიუმები ამ ნომინაციაში გახდება უნიკალური იდეები, ინოვაციურობა და პროექტის შესრულების ხარისხი.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფესტივალის ჟიურის წევრი ვარ. ახალი და საინტერესო გამოცდილებაა, ჟიურის თვალით აფასებდე ნამუშევრებს მაშინ, როცა აქამდე თავად ელოდებოდი ჟიურის გადაწყვეტილებებს. მგონია, რომ უნიკალურ გამოცდილებას მივიღებ და შევძლებ პრაქტიკულად გავიაზრო, რას ექცევა ფესტივალებზე ყურადღება… ეს გამოცდილება კი, იმედი მაქვს, დამეხმარება უკეთესი ნამუშევრების შექმნაში", – აღნიშნა პავლე გაბრიჩიძემ ქართულ მასმედიასთან საუბრისას.

ამას გარდა, ცნობილია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი სპიკერი Leavingstone-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე იქნება.

ფესტივალი „თეთრი კვადრატი" გაიმართება მინსკის კულტურულ-საქმიან ცენტრში „მოსკოვის სახლი". ფესტივალის პროგრამაშია მასტერ-კლასები, სემინარები, შოუ-ლექციები და სხვ. ჟიური კონკურსანტებს შეაფასებს შემდეგ ნომინაციებში: Creativity, Branding, Marketing, Digital, Creative Effectiveness, Media, Social advertising.

ყველა ახალი ამბავი
0