რეკლამის ქართველი სპეციალისტები კანის კრეატიულობის ფესტივალზე მიდიან

© FB / Cannes Lions Georgiaქართველი კანდიდატები კანის ფესტივალზე
ქართველი კანდიდატები კანის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათი ქართველი კრეატიული ახალგაზრდა ქართველი მარკეტოლოგების წარმატების გამეორებას შეეცდება, რომლებმაც 2016 წელს კანში ბრინჯაო მოიპოვეს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ცნობილი გახდა კონკურსის Уoung Lions Georgia 2018 შიდა შესარჩევი ტურის შედეგები. შერჩეული ახალგაზრდები კანის კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალში Cannes Lions International Advertising Festival (IAF) მიიღებენ მონაწილეობას, იუწყებიან ორგანიზატორები.

წელს შერჩევა უპრეცედენტო კონკურენციის პირობებში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში (თბილისის ტექნოპარკში) ჩატარდა. კონკურსმა ხუთი ორ-ორკაციანი გუნდი გამოავლინა, რომლებიც კანის კრეატიულობის ფესტივალზე გაემგზავრებიან. ისინი საქართველოს ხუთ კატეგორიაში წარმოადგენენ, მათ შორისაა საუკეთესო მარკეტინგი და დიზაინი.

კანის ლომები - Sputnik საქართველო
საქართველოს წარმატება კანში: რეკლამა ჯესპერზე ორი „ლომით“ დაჯილდოვდა

ქართველი პრეტენდენტების სია:

კატეგორია Young Marketers – Giovanni Morra – ნათია სვანიძე და პავლე გაბრიჩიძე

კატეგორია PRINT – Watergunz – ანა გუგუტიშვილი და ვანო ყუფარაძე

კატეგორია DIGITAL – Windfor's – ცოტნე მაზმანიშვილი და თეონა შელია

კატეგორია DESIGN – Leavingstone – ანუკი კონიაშვილი და გიორგი ბრეგვაძე

კატეგორია FILM – JWT Metro – მაშო თევდორაშვილი და სანდრო ციცქიშვილი

შესარჩევ კონკურსში 164 გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეთა რეგისტრაცია 2 მაისს დასრულდა. საქართველო კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალში უკვე მეოთხედ მონაწილეობს.

კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალი „კანის ლომები" რეკლამის მწარმოებელთა ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალად მიიჩნევა. ნამუშევრები რიგ კატეგორიებში ჯილდოვდება ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ლომებით, ასევე გრან-პრით – როგორც სარეკლამო კამპანიებისთვის, ისე მიღწევებისთვის ტექნიკურ სფეროში.

შეგახსენებთ, რომ შარშან კრეატიულობის 63-ე საერთაშორისო ფესტივალის ახალგაზრდულ კონკურსში საქართველომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მაშინ კატეგორიაში „ახალგაზრდა მარკეტოლოგი" „საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებმა ანა მარკოზაშვილმა და ნინო უნგიაძემ გაიმარჯვეს. იმავე წელს მესამე ადგილისა და „ბრინჯაოს ლომის" მფლობელი ქართული სარეკლამო კომპანია Leavingstone გახდა, რომელმაც თავისი სარეკლამო პროდუქტი წარადგინა კატეგორიაში PR Lions.

ყველა ახალი ამბავი
0