მიწისძვრების სერია აზერბაიჯანში: დაშავდა რამდენიმე ადამიანი

CC BY 2.0 / Ray Bouknight / Seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მიწისძვრებისგან მიყენებულ ზარალს განსაზღვრავს, ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. წუხელ აზერბაიჯანის ჩრდილოეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრა ექვსი ბალის სიმძლავრის იყო, ამას კიდევ სამი მოჰყვა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.

პირველი მიწისძვრა 5 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:31 საათზე ისმაილის რაიონში დაფიქსირდა. ბიძგები რვა კილომეტრ სიღრმეზე დარეგისტრირდა. ეპიცენტრში მისი სიმძლავრე ექვს ბალს აღწევდა, ხოლო ახლომდებარე რაიონებში - 5,3 ბალს.

რიხტრერის შკალა - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

ბიძგები ბაქოს ზოგიერთ რაიონშიც იგრძნობოდა.

სამშაბათს, ღამის 23:37 საათზე დაფიქსირდა მეორე, 3,4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა. მესამე, 3,0-ბალიანი მიწისძვრა დღეს, დილის 02:34 საათზე მოხდა და ბოლო, 3,9 ბალის სიმძლავრის - 06:25 საათზე. პირველი მიწისძვრის გარდა, დანარჩენი მიწისძვრების დროს, რომლებიც სხვადასხვა, პირველ მიწისძვრასთან ახლომდებარე ტერიტორიებზე მოხდა, ბიძგები არ იგრძნობოდა.

პირველი მიწისძვრის შედეგად ზოგან დაზიანდა კერძო სახლების ღობეები, სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მიწისძვრისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია.

უსაფრთხოების მიზნით იმ რაიონებში, სადაც მიწისძვრა მოხდა, გაზის მიწოდება შეწყვეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0