სტამბოლში მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში ადამიანები რჩებიან

© AFP 2024 / Stringerსასწრაფო დახმარება თურქეთში
სასწრაფო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მსხვერპლი გაიზარდოს

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სტამბოლში რვასართულიანი სახლი ჩამოინგრა, ნანგრ ევებში ათობით ადამიანი რჩება, იუწყება РИА Новости ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს >>

ამ დროისათვის არსებობს ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ. ნანგრევებში აღმოჩენილია ოთხი ადამიანი, მათთან მიღწევას მაშველები ცდილობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში 43 ადამიანია დარეგისტრირებული.

„შენობის სარდაფში მდებარეობდა ატელიე, რომელშიც 25 ადამიანი მუშაობდა. სახლში 24 ბინა იყო“, - განაცხადა სტამბოლის რაიონ კარტალ მემიშ დილიკლიტაშის ჯევიზლის კვარტლის უფროსმა ტელეარხ NTV-ს ეთერში.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიცია, მეხანძრეები და მაშველები, რომლებიც ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი მონაცემებით, შენობაზე სამი სართული უკანონოდ იყო დაშენებული.

ყველა ახალი ამბავი
0