ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

© Emergency Management Service / FBჩამონგრეული ჭა
ჩამონგრეული ჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
43 წლის მამაკაცი 15-მეტრიანი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფჩაში მაშველებმა 12-საათიანი სამაშველო ღონისძიებების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა ბაღდათის რაიონში გუშინ მოხდა.

უწყების ცნობით, 43 წლის მამაკაცი 15-მეტრიანი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

სამაშველო სამუშაოები გუშინ, 15:00 საათზე დაიწყო და მაშველები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე მუშაობდნენ. სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0