ჯაზის ვარსკვლავი პეტ მეთინი საქართველოში Tbilisi Jazz Festival-ზე წარდგება

CC0 / Pixabay / პეტ მეთინი
პეტ მეთინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი თბილისში ორ კონცერტს გამართავს

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ჯაზ-გიტარისტი პეტ მეთინი გახდება ჰედლაინერი ჯაზ-მუსიკის თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე  (Tbilisi Jazz Festival), რომელიც 28 თებერვალს დაიწყება, იუწყება ორგანიზატორი კომპანია Eastern Promotion.

ჯაზის ვარსკვლავი და მისი ტრიო 1 მარტს გამოვლენ დედაქალაქში „ივენტ ჰოლში“, ხოლო 2 მარტს - თბილისის საკონცერტო დარბაზში თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ვიწრო ჩარჩოში ვერ ჯდება. ის გახლავთ ალბათ ერთადერთი ამ ჟანრში მოღვაწე ადამიანი, რომელიც ასეთი მრავალფეროვანია. ის არის „გრემის“ მფლობელი ათ სხვადასხვა ნომინაციაში. ამ მუსიკოსთან საქართველოში კონცერტის შესახებ მოლაპარაკებებს დაახლოებით 15 წელი ვაწარმოებდით“, - უამბო ჟურნალისტებს Eastern Promotion-ის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ.

წელს ფესტივალზე მონაწილეების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ჯაზ-ორკესტრ „ბიგ ბენდის“ კონცერტით გაიხსნება.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
სკანდალური პლაგიატი: როგორ მიითვისა ბრიტანელმა მომღერალმა რევაზ ლაღიძის "თბილისო"

თბილისში პირველი ჯაზ-ფესტივალი 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს აღადგინა კომპანია Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა მეგობარმა ენთუზიასტმა შექმნა.

პეტ მეთინი - ამერიკელი ჯაზ-გიტარისტი და კომპოზიტორია, 20 „გრემის“ მფლობელი.

1976 წელს პეტ მეთინიმ და ლაილ მეისმა შექმნეს ჯგუფი Pat Metheny Group (PMG), რომელიც ჯაზ-ჯგუფის იშვიათი მაგალითი გახდა - ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არ ეძებდა კომერციულ მოგებას. თავად მეთინი ჯგუფს თავისი მუსიკისთვის ექსპერიმენტულ მოედანს უწოდებს.

კავკასიური ჯაზ-ფესტივალი თბილისში >>

პეტ მეთინი ჯგუფის ფარგლებს გარეთაც მუშაობს. მან აჩვენა თავისი მუსიკალურობის სხვადასხვა მხარე, როდესაც თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ჯაზ-მუსიკოსებთან, როგორიცაა ორნეტ კოულმენი, ჩარლი ჰეიდენი, დეივ ჰოლანდი და როი ჰეინსი.

ყველა ახალი ამბავი
0