კავკასიური ჯაზ-ფესტივალი თბილისში

გამოწერა

ჯაზის ყოველწლიურ ფესტივალზე Kavkaz Jazz Festival 2017-ზე შეიკრიბნენ მუსიკოსები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ჯაზ-ფესტივალი.

კავკასიური ჯაზ-ფესტივალი Kavkaz Jazz Festival 2017 უკვე მერვედ იმართება საქართველოში. ფესტივალის ფარგლებში თბილისში გაიმართა კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მუსიკოსები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან, ასევე გაიმართა მასტერ-კლასები მუსიკოსებისთვის და შემსრულებლებისთვის.

Kavkaz Jazz Festival საქართველოში 2010 წლიდან იმართება. მისი არსებობის ისტორიაში ფესტივალის სცენაზე 11 ქვეყნის ასზე მეტი მუსიკოსი გამოვიდა.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. Kavkaz Jazz Festival 2017-ის პარტნიორები ასევე არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი.

ყველა ახალი ამბავი
0