ანრი ოხანაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომიტეტის ახალი თავმჯდომარე უხელმძღვანელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრას

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით ოთხის წინააღმდეგ ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა.

ოხანაშვილის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დამტკიცდა. მან უმრავლესობის წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
პირს, რომელმაც Youtube-ზე ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები ატვირთა, პატიმრობა შეეფარდა

„ძალიან კარგად ვაცნობიერებ ამ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მეკისრება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ცხოვრებაში. მზად ვარ, გუნდთან ერთად გავაკეთო ყველაფერი, რათა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის წინააღმდეგ ხმა მისცა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

„ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია. მიმაჩნდა, რომ ამ პროცესის სანდოობისთვის უპრიანი იქნებოდა ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა. ეს საკითხი უმრავლესობაზე დავაყენე და მის კანდიდატურას კენჭი არ ეყარა. ვფიქრობ, სწორი იქნებოდა, უმრავლესობაზე შევთანხმებულიყავით პროცედურაზე, რათა ყოფილიყო ორივე კანდიდატურა. ეს იქნებოდა შიდაპარტიული დემოკრატიის მაჩვენებელი, ცივილიზებული პარტიისთვის დამახასიათებელი პროცესი... მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ შევარჩიეთ არასწორი ადამიანი არასწორი წესით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილი და ის წრე, რომელიც მის გარშემოა, ლოიალური არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მიმართ.

ოხანაშვილს აქვს იურიდიული განათლება და პარლამენტში მოსვლამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი იყო. პარლამენტში თავიდან ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იყო, გასული წლის იანვარში კი იურიდიული კომიტეტის წევრი გახდა.

„მორალური ტერორის მცდელობა" – წულუკიანი ბესელიას შესახებ ვიდეოს გავრცელებაზე >>

ეკა ბესელია ყველასათვის მოულოდნელად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან დეკემბრის ბოლოს გადადგა. მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის მიუღებლობა დაასახელა. ეს განმარტება გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან, მისი თქმით, ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა და ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
შეუცვლელი არავინ არის - „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შედეგები

ბესელია არ იყო ერთადერთი პარტიაში, ვისაც მოსამართლეთა სიამ აღაშფოთა. საქმე ისაა, რომ სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ. გადაწყდა საკითხის განხილვის გადადება. მმართველმა გუნდმა, როგორც ამას ბესელია მოითხოვდა, მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების პირობა დადო, რათა მათ ობიექტურობაში ეჭვი არავის შეჰპარვოდა.

ახლა კი ოხანაშვილს მოუწევს უზენაესი სასამართლოს ირგვლივ რთული სიტუაციის განმუხტვა, რადგან სწორედ მისი კომიტეტი იქნება წამყვანი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავების და მათი დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

ყველა ახალი ამბავი
0