თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ლოტკინზე 25 წლის მამაკაცი სასტიკად სცემეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ნაცემი მამუკა გოგინაშვილი საკუთარი სახლის მახლობლად მისმა მეზობელმა იპოვა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა უგონოდ იყო და სახეზე მრავლობითი დაჟეჟილობის გამო მისი იდენტიფიცირებაც გაუჭირდათ.
ექიმების განცხადებით, ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მას თავის ქალისა და სახის ტრავმები აქვს მიღებული.