Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ყველაზე მოდური მერი: კალაძემ დემნა გვასალიას ჰუდი ჩაიცვა

გამოწერა
დიზაინერ დემნა გვასალიას მიერ შექმნილ სამოსს არაერთი მოდის მიმდევრის, მათ შორის, თბილისის მერის გარდერობში ნახავთ.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც თავისი ჩაცმის სტილითაა ცნობილი, დიზაინერ დემნა გვასალიას ჰუდში გამოჩნდა.

კალაძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოდის მიმდევარ პოლიტიკოსად ითვლება და პოზიციების დათმობას არ აპირებს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

😎❤️❤️

Публикация от Kakha Kaladze (@kakhakaladze)

ამჯერად კალაძემ Instagram-ზე ფოტო გაავრცელა, რომელშიც ცნობილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ღია ყვითელი ფერის Vetements-ის ბრენდის ჰუდშია გამოწყობილი. ჰუდზე ქართულ ენაზე აწერია „ტანსაცმელი".

ხელმომწერებმა პოლიტიკოსის მოდური იერი შეაფასეს:

„ყოველთვის საუკეთესო ფორმაში", – წერს მომხმარებელი giorgadze12.

„ბატონო კახი, ძალიან მოდური მერი ხართ. ჩემი ცოლი მხოლოდ თქვენზე ლაპარაკობს, მე უკვე ეჭვიანობას ვიწყებ", – აღნიშნავს konstan_paresa.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
დემნა გვასალია The Fashion Awards 2018-ის პრემიით დაჯილდოვდა

ქალაქის მერის Instagram-ის ნახვისას მიხვდებით, თუ რატომ უწოდებენ მას ყველაზე მოდურ პოლიტიკოსს. ჩანს, რომ მას ექსპერიმენტების არ ეშინია. მაგალითად, რამდენად შეიძლება ერთმანეთს შეუხამოთ ყავისფერი ქურთუკი, ღია ვარდისფერი ქუდი და სალათისფერი სპორტული ფეხსაცმელი? – „კი, მარტივად შეიძლება!" – საკუთარ მაგალითზე ამბობს თბილისის მერი.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი ანუკი არეშიძეა. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს. ამის თაობაზე ბევრი ხუმრობს, რომ კალაძე ფეხბურთის პირად გუნდს აყალიბებს...

დემნა გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება. Vetements-ი დემნასა და მისი ძმის გურამ გვასალიას ბრენდია, რომელიც ფრანგულად "ტანსაცმელს" ნიშნავს.

2015 წელს დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია „მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო როგორც საუკეთესო „საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა" მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0