დემნა გვასალია The Fashion Awards 2018-ის პრემიით დაჯილდოვდა

© AFP 2024 / Daniel LEAL-OLIVASდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვასალიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „აქსესუარების საუკეთესო დიზაინერი".

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა და მსოფლიო მოდის ექსპერიმენტატორმა დემნა გვასალიამ პრემია The Fashion Awards 2018 მიიღო, იუწყება Vogue.

"მოდის ოსკარი" და მადლობა ბებიას: დემნა გვასალიას ჯილდო გადასცეს>>>

გვასალიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „აქსესუარების საუკეთესო დიზაინერი" (Accessories Designer of the Year). ამ წოდებისთვის, Balenciaga-ს ბრენდთან ერთად, რომლის კრეატიული დირექტორია გვასალია, იბრძოდნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Gucci, LOEWE, Dior-ი და Prada.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
ძმები გვასალიები მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ

დაჯილდოების ცერემონია ლონდონის ალბერტ-ჰოლში, კენსინგტონში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ უმა თურმანი, ლივ ტაილერი, პენელოპა კრუსი, სინდი კროუფორდი ოჯახთან ერთად, რიტა ორა, ქეით მოსი, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები და ა.შ.

The Fashion Awards-ი მოდის ინდუსტრიის გამორჩეული მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიაა. ღონისძიება დიდ ბრიტანეთში 1989 წლიდან ტარდება და მასზე მოდის სფეროს გამოჩენილი მოღვაწეები იკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ძმები გვასალიები მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რიცხვში მოხვდნენ. შესაბამისი რეიტინგი BoF 500 ავტორიტეტულმა გამოცემა The Business of Fashion-მა გამოაქვეყნა.

გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება. თითოეული მისი კოლექცია სეზონის ჰიტია.

2015 წელს დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

2017 წელს გვასალია აშშ-ის მოდის დიზაინერების საბჭოს (CFDA) პრემიის, „მოდის ოსკარის" მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გვასალია „საუკეთესო უცხოელ დიზაინერად" დაასახელეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0