ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსი არქიტექტორების ხუთი განსაცვიფრებელი ნაგებობა საზღვარგარეთ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიცათამბჯენი „მერკური“ მოსკოვში
ცათამბჯენი „მერკური“ მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობრის ფორმის ცათამბჯენი შანხაიში, ფუტურისტული სასტუმრო ნეპალის მთებში და რუსი არქიტექტორების სხვა ნაგებობები, რომლებითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა.

კობრის ფორმის ცათამბჯენი შანხაიში, ფუტურისტული სასტუმრო ნეპალის მთებში და რუსი არქიტექტორების სხვა ნაგებობები, რომლებითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა.

 „მალტის გული“, სვეტოზარ ანდრეევი

2017 წლის 8 მარტს ძლიერმა შტორმმა მთლიანად გაანადგურა ცნობილი „ლაჟვარდოვანი ფანჯარა“ - კირქვის თაღოვანი კლდე it-Tieqa Żerqa მალტის მახლობლად, გოცოს კუნძულზე. არქიტექტორმა სვეტოზარ ანდრეევმა (ინტერიერების დიზაინერ ელენე ბრიტანიშსკაიასთან ერთად) წამოაყენა წინადადება, აღედგინათ ღირსშესანიშნაობა თანამედროვე მასალებით და შეექმნათ მალტის ახალი სიმბოლო და ახალი მიზიდულობის წერტილი ტურისტებისთვის.

​​მისი იდეის თანახმად, სამუდამოდ დაკარგული თაღოვანი კლდის ფორმის მიახლოებით აღდგენა შესაძლებელია 5000 მ2 ფართობის ხუთსართულიანი საგამოფენო სივრცის სახით, რომელიც ორგანიზებული იქნება სპირალისებურად. მთელ კონსტრუქციას ააგებენ სარკისებური ფოლადის პანელებით ისე, რომ მისი წახნაგები ყოველთვის ირეკლავდნენ მზის სხივებს და წყლის ზედაპირს, რაც ნაგებობის მნიშვნელობას, მიმზიდველობასა და ამბიციურობას გაუსვამს ხაზს (პროექტი ჯერ არ არის რეალიზებული).

262 Fifth ნიუ-იორკში, მეგანომის ბიურო

ცათამბჯენის შენება უკვე დაწყებულია ნიუ-იორკის შუაგულში, მეხუთე ავენიუზე. შენობის სიმაღლე 300 მეტრს აღემატება. გუნდმა იური გრიგორიანის ხელმძღვანელობით დაგეგმა ვიწრო და მაღალი შენობის აგება, რომლის თითო სართულზე მხოლოდ ერთი ბინა დაეტეოდა. შენობის საყრდენი ბირთვი და ყველა საინჟინრო კომუნიკაცია დასავლეთის მხარესაა გამოტანილი და განცალკევებული. შედეგი - მოქნილი, გამჭოლი, მსუბუქი უსაყრდენო საცხოვრებელი სივრცე და, რასაკვირველია, ფანტასტიკური ხედებია.

​გარდა ამისა, არქიტექტორებმა მოახერხეს მიეღწიათ შენობის მაღალი ენერგოეფექტურობისთვის: საინჟინრო ბირთვის სამხრეთის ყრუ ფასადი მთლიანად მზის ბატარეებით იფარება, ერთ-ერთ ტექნიკურ სართულს კი დაიკავებს ყინულის კონტეინერი, რომელიც შენობის კონდიცირების სისტემის ნაწილი გახდება.

არქიტექტურული ნახატის მუზეუმი ბერლინში, Speech ბიურო

პროექტი წარმატებით დასრულდა 2013 წელს და თანამედროვე რუსული არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. დაახლოებით 500 მ2 ფართობის

შენობა გამიზნულია არქიტექტურული ნახატის კოლექციისთვის, რომელსაც Speech ბიუროს ერთ-ერთი დამფუძნებელი, არქიტექტორი სერგეი ჩობანი აგროვებს.

​მისი პირველი შენაძენი გახდა პიეტრო გონზაგოს თეატრალური ესკიზი, რომლის ფრაგმენტებიც ფასადის გასაფორმებლადაა გამოყენებული. ნაგებობის ბეტონის კედლებს პრაქტიკულად არ აქვს ფანჯრები და „თერმოსის“ როლს ასრულებს, რითაც მაღალ ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს და შენობაში გრაფიკული ნამუშევრების შესანახად აუცილებელი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

 ალპინისტების თავშესაფარი ნეპალის მთებში, GAFA architects

უჩვეულო პროექტი თავდაპირველად იუნესკოს საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადდა. არქიტექტორების ჩანაფიქრით, მოკრძალებული ზომის დასასვენებელი ცენტრი ჰიმალაის მთებში, 4600 მ სიმაღლეზე, უნდა გამხდარიყო სრულიად განსხვავებული ასოციაციების - კარვის, პაგოდას, მთის - სიმბიოზი. მისი „არქიტექტურული“ ანალოგია შიქხარის ტაძრის გუმბათი, ნეპალის მისასალმებელი ჟესტი ნამასტე და მთვარეც კი.

პროექტის ავტორთა აზრით, სწორედ ეს ხერხი წარმოაჩენდა ყველაზე კარგად ნაგებობის იდენტურობას ძალიან ძლიერ გარემოში და ამავდროულად შექმნიდა ალპინისტებისთვის ესოდენ აუცილებელ ფსიქოლოგიურ კომფორტს. მაგრამ ნეპალის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პროექტმა ცვლილებები განიცადა და ამჟამად ნაგებობა შენდება, როგორც სატელიტური კომუნიკაციების ბაზა.

ცათამბჯენი „კობრა“ შანხაიში, ვასილი კლიუკინი

წარსულში რუსი ბანკირი, დღეს კი მონაკოს მცხოვრები ვასილი კლიუკინი შემოქმედების ერთბაშად ყველა სახეობითაა დაინტერესებული. თვითნასწავლი არქიტექტორი ერთ-ერთია მისი ჰიპოსტასებიდან. გამოკვეთილად კიჩის სტილის პროექტებს, რომლებზეც იგი მუშაობს, დედამიწის სრულიად განსხვავებულ ქალაქებს სთავაზობს.

ცათამბჯენი ცაში აზიდული კობრას სახით ჩაფიქრებული იყო აზიური კულტურის კონტექსტში, სადაც გველებსა და დრაკონებს ეთაყვანებიან, როგორც განძის მცველებს, უკვდავებისა და სიბრძნის სიმბოლოებს. თუმცა ვიზუალურ გამოსახულებებში კობრის სილუეტი ნაჩვენებია არა მხოლოდ შანხაის ცათამბჯენების, არამედ ლონდონისა და ნიუ-იორკის ფონზეც, რითაც თავისი უნივერსალობის დემონსტრირებას ახდენს. შენობა გამიზნულია, როგორც საცხოვრებელი და საოფისე ადგილი. გაღებული პირი ჩაფიქრებულია, როგორც ტერასა რესტორნით ან ღამის კლუბით. ნათელი და დინამიკური განათება პროექტის აუცილებელი ნაწილია, გველები ხომ ტყავს იცვლიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0