„რიყის დოქებს“, შესაძლოა, მფლობელი გამოუჩნდეს

© Sputnik / STRINGERრიყის „დოქები“
რიყის „დოქები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რიყის დოქები” 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. თბილისის მერია ევროპის მოედანზე მდებარე შენობის - ე.წ. რიყის დოქების ახალ მფლობელს ეძებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi  დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი კომპანიის საკუთრებაში გადავა ნაგებობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაინტერესებული მხარეები თავიანთ ხედვებს წარადგენენ.

ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
„დოქები" რიყის პარკში, შესაძლოა, ღვინის მუზეუმად გადაიქცეს

„არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინადადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს-კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„რიყის დოქების“ ამჟამინდელი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა. პროექტი 75 მლნ ლარი დაჯდა. მისი მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და დღემდე არ ფუნქციონირებს. 2018 წლის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ დედაქალაქის ხელისუფლება მოიფიქრებდა, რა ფუნქცია მიეცა შენობისთვის.

გასული წლის დეკემბერში მეღვინეობის კომპანია Iago's Wine-ის მფლობელი იაგო ბიტარიშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ რიყის პარკში მდებარე აღნიშნული ობიექტი ქართული ღვინის მუზეუმად გადაიქცეს. ბიტარიშვილი მიიჩნევდა, რომ საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასმა დააპროექტა, ყველაზე კარგად მიესადაგება ღვინის მუზეუმს და „მისი რენტაბელობის გარანტია" გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა უფუნქციოა, „რიყის დოქები” 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0