სომხეთი საქართველოს წითელას  ვაქცინის 30 ათას დოზას გადმოსცემს

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს სომხეთი წითელას ვაქცინის 30 000 დოზას გადმოსცემს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ თოროსიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა Facebook-ის გვერდზე დაწერა.

აცრა - Sputnik საქართველო
აცრების სტატუსის შესამოწმებლად მშობლებისთვის ახალი აპლიკაცია ამოქმედდა

„საქართველოს დასახმარებლად, ჩემი ბრძანებით, მათ მიეცემათ 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინა, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო ეფექტიანად და სწრაფად ებრძოლოს წითელას ეპიდემიას, რადგან როგორც იცით, დაავადებებს საზღვრები ვერ აკავებენ“, - წერს თოროსიანი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის ესაუბრა ქართველ კოლეგას. კერძოდ, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში წითელას 1028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძირითადად იმასთან არის დაკავშირებული, რომ 90-იან წლებში ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებოდათ. 

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს. წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.

აცრა - Sputnik საქართველო
წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. საუბარია ბოლო ერთ წელიწადში ერთ მილიონ მოსახლეზე დაავადების გამოვლენის მაჩვენებელზე. წითელას გავრცელების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი უკრაინაშია, სადაც დაავადების 36 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული (კოეფიციენტი 821.81). სერბეთის, ალბანეთისა და ლიბერიის შემდეგ კი ცხრილში საქართველოა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში წითელას 1562 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 397.92).

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0