https://sputnik-georgia.com/20190203/A-25-year-old-woman-was-arrested-on-charges-of-illegal-drug-trafficking-244175842.html
ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით აეროპორტში 25 წლის ქალი დააკავეს
ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით აეროპორტში 25 წლის ქალი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 03.02.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-02-03T15:31+0400
2019-02-03T15:31+0400
2021-10-19T16:50+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018, შემთხვევები, საქართველო
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018, შემთხვევები, საქართველო
ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით აეროპორტში 25 წლის ქალი დააკავეს
15:31 03.02.2019 (განახლებულია: 16:50 19.10.2021) ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა
თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
„სამართალდამცველებმა დაკავებული ქალისგან 158 შეკვრად დაფასოებული „მეტადონის" და „მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.