თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 31 წლის მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად უწევდა რეალიზაციას. ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულის მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.