ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის საკოლექციო  მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში
ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში გამარჯვებული ესკიზისთვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო 3 000 ლარი. საკონკურსო მასალები მიიღება 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით.

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ხუთი ლარის ნომინალის მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„2019 წელს აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილე, ხოლო საქართველო აღნიშნავს საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვება“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ქარხანა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა პროგნოზამდე ვერ მივიდა

5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზს (ესკიზებს) დადგენილ ვადებში.

კონკურსანტს მოეთხოვება მონეტის დიზაინის ესკიზის მომზადება-წარმოდგენისას გაითვალისწინოს შემდეგი პირობები: ხუთი ლარის ნომინალის საკოლექციო ვერცხლის მონეტის დიამეტრი უნდა იყოს 33 მილიმეტრი და მისი დიზაინი უნდა პასუხობდეს  ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლისა და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს თემას.

კონკურსში გამარჯვებული ესკიზისთვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო 3 000 ლარი. საკონკურსო მასალები მიიღება 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0