საქართველოს ნაკრები ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად შესარჩევ რაუნდში გავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliფუტსალი. საქართველო-გერმანია
ფუტსალი. საქართველო-გერმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ტურნირზე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ მატჩს დანიის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში ისრაელის გუნდი 7:0 დაამარცხა. ეს იყო მეორე მატჩი თბილისში დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ტურნირის ძირითად შესარჩევ სტადიაზე გავიდა.

ისევე, როგორც პირველ მატჩში გერმანიასთან (5:1), ქართველმა ფეხბურთელებმა ისრაელის წინააღმდეგ თამაში დიდი უპირატესობით ჩაატარეს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქის კარში საერთო ჯამში 15 დარტყმა განახორციელა, აქედან შვიდი შედეგიანი აღმოჩნდა.

ფუტსალი. საქართველო-გერმანია - Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგეს

მეტოქის კარში გოლები გაიტანეს: თალესმა (სამი), შოთა თოფურიამ, ფუმასამ, გია ნიკვაშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და მომდევნო ეტაპის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

უეფას რეგლამენტის თანახმად, წინასწარი რაუნდის თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ძირითად რაუნდში გავა, რომელიც მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წლის 14 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ლიტვაში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი. აქედან რვა ევროპას წარმოადგენს. მოქმედი გამარჯვებულია არგენტინის ნაკრები.

ყველა ახალი ამბავი
0