რამდენი პენსიონერი მასწავლებელია საქართველოში

© Ministry of Culture and Monument Protection of Georgiaსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სულ დარეგისტრირებულია 65,2 ათასი მასწავლებელი, რომლებიც მუშაობენ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში 57,4 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს, აქედან 16 ათასზე მეტი საპენსიო ასაკისაა, იუწყება ტელეკომპანია Imedi განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.

საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის იწყება 65 წლიდან, ხოლო ქალებისთვის - 60 წლიდან.

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: პედაგოგების ხელფასი 2 ათას ლარამდე გაიზრდება

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ დარეგისტრირებულია 65,2 ათასზე მეტი მასწავლებელი. კერძო სკოლებში 7,8 ათასი მასწავლებელი მუშაობს.

"საპენსიო ასაკის მასწავლებლების უპირატესობა პირველ რიგში ისაა, რომ მათ დიდი გამოცდილება აქვთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მუდმივად ვითარდებოდეს, იმაღლებდეს კვალიფიკაციას და დროს ფეხს უწყობდეს", – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას თბილისის სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ამ დრომდე საქართველოში არსებობდა მხოლოდ საბაზო პენსია, რომელიც დამოკიდებული არ იყო არც სამუშაო სტაჟზე და არც სხვა რაიმე ფაქტორზე. 2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა დაგროვებითი პენსიის სისტემა.

ახალ საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო>>

საქართველოს სკოლების პედაგოგების, დირექტორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 2019 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 1,8 ათას ლარამდე გაიზრდება, ხოლო უმაღლესი კატეგორიის პედაგოგებისთვის – 2 ათას ლარამდე და მეტადაც.

ყველა ახალი ამბავი
0