Netflix-მა საქართველოში სიკვდილმისჯილის უკანასკნელ დღეებზე ფილმი გადაიღო

© photo: Valeri Pipia / FB ფილმ „საკნის“ გადაღება
ფილმ „საკნის“ გადაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის მთავარი გმირი მკვლელი და მოძალადეა, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოში ცნობილი ამერიკული კომპანია Netflix-სთვის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საკანი“(Cell) გადაიღეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მერაბ ნინიძე ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს >>

Netflix — გასართობი კომპანიაა, ფილმებისა და სერიალების მომწოდებელი, რომელიც მსოფლიოში მილიონობით გამომწერს ითვლის. კომპანია 1997 წელს დაარსდა, ხოლო 2013 წლიდან Netflix აწარმოებს საკუთარ ფილმებს, სერიალებსა და ტელეპროგრამებს.

პირდაპირი ტრანსლაციის სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
„გრეის ანატომიაში“ ქართველ მსახიობს გადაიღებენ

ფსიქოლოგიური დრამა „საკანი“ მოგვითხრობს სიკვდილმისჯილი მკვლელისა და მოძალადის უკანასკნელ ორ დღეზე - ციხეში მოხვედრიდან ელექტროსკამამდე. მთავარ როლშია ქართველი მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი.

„ეს არის საშინელი ადამიანი, რომელიც ამ სკამის ღირსია... სიმართლე გითხრათ, პირველად ცხოვრებაში ვგრძნობ, რომ არაკომფორტულად ვარ ასეთ სკამზე“, - უამბო Imedi-ს ჟურნალისტებს მსახიობმა.

Netflix–მა კიდევ ერთი ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება მოიპოვა >>

ფილმ „საკნის“ სცენარის ავტორია ჰოლივუდის პროდიუსერი, მსახიობი და რეჟისორი მარკ რატერინგი. ფილმის იდეა რატერინგს ქართველმა რეჟისორმა ვალერი ფიფიამ მიაწოდა, რომელიც ფილმ „საკნის“ რეჟისორია.

ფილმი ინგლისურენოვანია. ქართველი მსახიობების ინგლისურ მეტყველებაზე და გამოთქმაზე მუშაობდა სპეციალურად ამისათვის მოწვეული ბრიტანელი ჯამბაზი და ჟონგლიორი მეტიუ ადამსი, რომელმაც ფილმში ეპიზოდური როლი ითამაშა.

35-წუთიანი ქრონომეტრაჟის ფილმის გადაღება დასრულებულია. Netflix-ის ინგლისურენოვანი მაყურებელი ფილმს 2019 წლის თებერვლის ბოლოს ნახავს.

ყველა ახალი ამბავი
0