მერაბ ნინიძე ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერაბ ნინიძესა და ბენედიქტ კამბერბეჩის გარდა, ახალ ფილმში რუს მსახიობებსაც გადაიღებენ

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. წარმატებული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანელი ტელერეჟისორის, დომინიკ კუკის ახალ ფილმში Ironbark ცნობილ მსახიობთან, ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს, იუწყება ტელეარხი Imedi.

მალე ეკრანებზე: მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში CIA-ს აგენტის როლს თამაშობს >>

რა როლს შეასრულებს ქართველი მსახიობი, ჯერჯერობით უცნობია. შერლოკის როლის შესრულებით განთქმული კამბერბეჩის გარდა, ნინიძესთან ერთად იმუშავებს ცნობილი ამერიკელი მსახიობი რეიჩელ ბროსნაჰენი. მსახიობთა სიაში არიან ასევე რუსი მსახიობები კირილ პიროგოვი და ვლადიმირ ჩუპრიკოვი.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში „სამშობლო“ რუსი ჯაშუშის როლს ითამაშებს

ფილმ Ironbark ცივი ომის მოვლენებს ეხება. ის მოგვითხრობს ჯაშუშ გრევილ ვინის შესახებ, რომელიც კუბაზე მომხდარი კრიზისის დროს რუს აგენტთან ერთად მოქმედებს.

ნინიძე უცხოეთში რამდენიმე ფილმშია გადაღებული. 2018 წელს ამერიკული სერიალ „სამშობლოს“ (Homeland) მეშვიდე სეზონში მონაწილეობდა, სადაც რუსი ჯაშუშის, მიროვის როლს ასრულებდა. 2017 წელს გადაღებულია BBC-ს ინგლისურენოვან სერიალში „მაკმაფია“, სადაც რუსული მაფიის ბოსის როლს ასრულებს.

ნინიძე ასევე გადაღებულია ამერიკულ ტელესერილაში „ბერლინის განყოფილება" (Berlin Station).

მერაბ ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელმაც მაყურებლის აღიარება მოიპოვა როლების შემდეგ ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მონანიება", „ქაღალდის ჯარისკაცი", „მთვარე მამა", „არსად აფრიკაში".

ყველა ახალი ამბავი
0