2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება

© photo: Sputnikქარის ელექტროსადგურები
ქარის ელექტროსადგურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნოლოგიების განვითარება იწვევს ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების შემცირებას, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. 2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

ქარის დანადგარები რიკოთის უღელტეხილთან - Sputnik საქართველო
თურქული ჰოლდინგი საქართველოში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარება იწვევს ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების შემცირებას, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის.

განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის - 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის - 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე.

ყველა ახალი ამბავი
0