მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს World Run-ის კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა

© FB / Emergency Management Serviceალექსანდრე შუკვანი
ალექსანდრე შუკვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე შუკვანმა 2017 წლის ზაფხულში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრისას ცხრა თვის ჩვილი გადაარჩინა.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. პირველად საქართველოში მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს მსოფლიო საქველმოქმედო გარბენის (World Run) კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

სახანძრო - Sputnik საქართველო
მაშველმა თბილისში ჩვილი ბავშვი გადაარჩინა

დაჯილდოების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ალექსანდრე შუკვანმა 2017 წლის ზაფხულში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრისას ცხრა თვის ჩვილი გადაარჩინა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მსოფლიო გარბენის კეთილი ნების ელჩი. ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება. ყველას მოვუწოდებ, გახდნენ წლევანდელი World Run-ის მონაწილეები“, – განაცხადა ალექსანდრე შუკვანმა.

Wings for Life World Run – მარათონია. გარბენში მონაწილეობენ სპორტსმენები, მოყვარულები და შშმ პირები.

წლევანდელი ღონისძიება 5 მაისს, 15:00 საათზე ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0