მაშველმა თბილისში ჩვილი ბავშვი გადაარჩინა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი დაკვამლიანების გამო, კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. მათ შორის, ერთ-ერთი საცხოვრებლიდან მაშველებმა ჩვილი ბავშვი გამოიყვანეს.

უწყების ცნობით, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 30 კვადრატული მეტრი ფართობი და საოჯახო ნივთები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასაწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0