თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს წამყვანი საფინანსო გამოცემა Global Finance-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი დაიკავა.
ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონში საუკეთესო აღმოჩნდა. სომხეთი რეიტინგში 62-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 71-ე, რუსეთი – 108-ე, ხოლო თურქეთი – 107-ე ადგილზე.
კვლევის თანახმად, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად დასახელდნენ ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი, ყველაზე საშიშ ქვეყნებად კი გვატემალა, იემენი და ფილიპინები.
რეიტინგი სამი მთავარი მაჩვენებლის საფუძველზე შეადგინეს: ომი და მშვიდობა, პერსონალური უსაფრთხოება და ბუნებრივი კატასტროფების ალბათობა.