პრაღაში აბაშიძე–კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა თებერვალში პრაღაში განსახილველი საკითხები შეათანხმეს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში თებერვლის ბოლოს გაიმართება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: დიალოგი რუსეთთან გაგრძელდება

პრაღის მოლაპარაკებები – ეს ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგია, რომელიც 2012 წელს დაიწყო, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. მხარეები, ტრადიციულად, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

„ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმდინარე საკითხი იქნა განხილული. ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე არაფორმალური დიალოგის ფარგლებში თებერვლის ბოლოს ჩანიშნული მორიგი შეხვედრის დღის წესრიგი დაიგეგმა", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0