რეპეტიტორების ბიზნესი დასრულდა? - გამოსაშვები გამოცდების გაუქმებამ Facebook-ი ააფეთქა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიბოლო ზარი
ბოლო ზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმება სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების მთავარ თემად იქცა: ბევრი მათგანი აღფრთოვანებულია განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით, ზოგი კი პირიქით აკრიტიკებს.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. 2020 წლიდან საქართველოს სკოლებში აღარ ჩატარდება გამოსაშვები გამოცდები, რომელიც ორ ეტაპად ტარდებოდა - მე-11 და მე-12 კლასებში.

2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება >>

ბევრ მშობელს გაუხარდა, რადგან იმისათვის, რომ მათმა შვილებმა სკოლის ატესტატი მიიღონ, არ მოუწევთ ძვირადღირებული რეპეტიტორების დაქირავება.

გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას უფროსკლასელთა უმრავლესობა მიესალმება. მათი თქმით, ისინი ბევრ უსარგებლო ინფორმაციას იღებდნენ და დროს ზედმეტ საგნებზე კარგავდნენ.

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: პედაგოგების ხელფასი 2 ათას ლარამდე გაიზრდება

ზოგს მაგალითად მოჰყავს განათლების ფინური მოდელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. მათი თქმით, ამ მოდელში ბავშვები პირველ გამოცდას 16 წლის ასაკში აბარებენ.

თუმცა ეს სიახლე ყველას როდი მოსწონს. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი რეფორმა გაუნათლებელი მომავალი თაობის ფორმირებაზეა მიმართული.

ბევრი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ბავშვების ძირითადი მასა საერთოდ აღარ ისწავლის. მათი თვალსაზრისით, გაუნათლებელი ადამიანების მართვა ძალიან ადვილია.

ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმების ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. ცვლილებებს შორის არის ცოდნის დონის და მასწავლებელთა უნარების შეფასების ახალი სისტემა; სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარება; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელს გაგრძელდება და გამიზნული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს და ის რეგიონის ლიდერი გახდეს. განათლების სამინისტრო საზოგადოებას რეფორმირების დაგეგმილი ეტაპებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გააცნობს.

ყველა ახალი ამბავი
0