შეისყიდის თუ არა შსს რუსულ თაფლს

© Pixabay / fancycrave1თაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეფუტკრეების ინფორმაციით, შსს კომპანია „ვითის“ ერთ ლიტრ თაფლში 14 ლარს უხდის მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოების თაფლის შეძენა 10 ლარად შეეძლო.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამარაგებლად 1 მილიონი  ლარის 74 ტონა რუსული თაფლის შესყიდვა მოხდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანია ირწმუნება, რომ სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის შსს-ს ტენდერი კომპანია „ვითიმ“ მოიგო, მისი დამფუძნებელია იუზა ჯოგლიძე.  მას შპს დარეგისტრირებული აქვს ბიძაშვილის ბინაზე, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. კომპანიის დამფუძნებელმა ტელეკომპანიასთან საუბარი არ ისურვა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია თაფლს სრულად შემოიტანს რუსეთიდან. რაც შეეხება იმ კომპანიას, ვისგანაც უნდა შეიძინოს რუსეთში შპს „ვითიმ“ თაფლი, ის შსს-სთან თანამშრომლობას ადასტურებს.

ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

„თაფლს რუსეთიდან ეტაპობრივად შემოვიტანთ. პირადად შევხვდი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯოგლიძეს. როდესაც მოიგეს ტენდერი, ჩვენ დაგვიკავშირდნენ და ყველაფერი მოვილაპარაკეთ. კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია. ვერ გეტყვით, რა რაოდენობით მოვამარაგებთ და ფასსაც ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ,“ - განაცხადა შპს „პარიტეტის“  დირექტორმა, ნიკიტა ლისენკომ.

ადგილობრივი მეფუტკრეები კი ტელეკომპანიასთან საუბარში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო რუსულ თაფლში იმაზე მეტს იხდის, ვიდრე პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ღირს და ეს მაშინ, როდესაც აქაურ მწარმოებლებს წლების განმავლობაში დაგროვილი მარაგი გასაყიდი აქვთ.

მეფუტკრეების ინფორმაციით, შსს კომპანია „ვითის“ ერთ ლიტრ თაფლში 14 ლარს უხდის მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოების თაფლის შეძენა 10 ლარად შეეძლო.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
სამხედრო სამსახურში გამარტივებული მიღება და განახლებული ტექნიკა – იზორიას გეგმები

„როგორც ახლა ირკვევა, ტენდერი გამოცხადებული იყო მარცვლეული კულტურების შესყიდვასთან ერთად და კლასიფიკატორით ეს არ იძებნებოდა, თორემ იყო სერიოზული სურვილები. ჩვენ ვეღარ შევძელით თაფლის გაყიდვა და დარჩა რეზერვებში დიდი რაოდენობა. შარშან იგივე მოხდა, ვერ გაყიდა მოსახლეობამ. ორი წლის რეზერვები ძალიან დიდია ქვეყანაში დაგროვილი. მოსახლეობას უჭირს და ვერ გაუყიდია ეს თაფლი. მაშინ ისმის კითხვა, რათ გვინდა განვავითაროთ წარმოება, თუ ჩვენ ვერ გავყიდით ამ პროდუქციას. ჩვენი შიდა ბაზრის ფასები, საბითუმო ფასები თაფლისა დაფიქსირებულია 10 ლარის ფარგლებში“, - განაცხადა როლანდ ზირაკაშვილმა.

ტელეკომპანიის ცნობით,  სახელმწიფო უწყების მიერ რუსული თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია ჯერ გამოვლენილი არ არის.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი შესაბამისი - კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით გამოცხადდა.

ქართული არმია - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: ქართული ჯარის კვების პრობლემა 2016 წლისთვის გადაიჭრება

„შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.

„მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპრეტაციისგან", - წერია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0