თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ქართულ ჯარში კვება მთავარი პრობლემაა, მაგრამ ის 2016 წელს გადაიჭრება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან 29 ივლისს საუბრისას.
პროკურატურის მტკიცებით, 2013 წელს სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების კვების პროდუქტებით მასობრივი მოწამვლის ათი შემთხვევა გამოვლინდა. სულ მოიწამლა 858 სამხედრო, რომელთაგან 90 მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს ჰოსპიტალში. სისხლის სამართლის საქმე 6 პირის მიმართაა აღძრული.
„დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრება. კვება მთავარი პრობლემაა, რომელიც უკვე წყდება იმისგან დამოუკიდებლად, სასადილო კარგ მდგომარეობაშია თუ ცუდში. სიტუაცია ყველგან მეტნაკლებად სტანდარტულია. თუმცა, დამეთანხმებით, რომ თუ თავად სამზარეულოში ანტისანიტარიაა, საჭმელი რედისონიდანაც რომ მოვიტანოთ, იმის ალბათობა, რომ რამე მოხდება, მაინც იქნება“, — თქვა ხიდაშელმა.
სამხედროები ქართული პროდუქციით გამოიკვებებიან და გაყინულ ხორცს, ქათამსა და ასე შემდეგ აღარ მიიღებენ, დაამატა მინისტრმა.