საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოვიდა

© photo: Sputnikსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში დეტალების დაზუსტება მოხდება

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც 30 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება, განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის ეთერში.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა კიევს „ახალი ეკლესიის“ ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა. როგორც დოკუმენტიდან გამომდინარეობს, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიით შემოიფარგლება და უცხოეთში ეპისკოპოსების დანიშვნის ან სამრევლოს დაარსების ნებას არ რთავს. ქართული ეკლესია აცხადებს, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დეტალურ შესწავლას მოითხოვს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია II: იმედი მაქვს, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას

„აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, უფრო მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს მკაფიოდ. ასე რომ, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ზოგიერთმა სასულიერო პირმა ან ეკლესიამ გამოთქვას ან შეცვალოს მისი აზრი. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომელიც ჯერ შესწავლის პროცესშია“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

ამასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დელეგაცია მიზანს სიტუაციის შეფასება წარმოადგენს.

„ეს შეხვედრა არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის უკვე არსებულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. დელეგაციის წევრები ჩამოდიან ვითარების შესაფასებლად და ალბათ, აზრები ორმხრივად გამოითქმება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ბურჯანაძე მოუწოდებს საქართველოს არ აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია >>

„ახალი ეკლესია“ შეიქმნა კიევში დეკემბრის თვეში, „გამაერთიანებელ კრებაზე“ ორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად, რომლებიც მანამდე უკრაინაში ფუნქციონირებდა. ახალ „ავტოკეფალურ ეკლესიას“ სათავეში „მიტროპოლიტი“ ეპიფანე დუმენკო ჩაუდგა. კანონიკურმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0