ილია II: იმედი მაქვს, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას

© photo: Sputnik / Stringerსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას, ბრძანა ილია მეორემ

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. იმედი გვაქვს, მისი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა, ქადაგებისას ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, იუწყება პირველი არხი.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიამ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის სრული გაწყვეტის თაობაზე. მანამდე კი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვიტა დაიწყოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი და აღადგინოს წარმომადგენლობა კიევში, რომელიც უშუალოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაექვემდებარება.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერს, ის შეფასებისგან თავს იკავებს

მანამდე, საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ საჭიროა სიფრთხილე, რათა არ დაიშვას საზოგადოების დაპირისპირება და კიდევ უფრო რთული პროცესების განვითარება.

„უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს - კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია რომ იყოს ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება, იგი ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას", - აღნიშნა ილია მეორემ.

რუსულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან კავშირი გაწყვიტა >>

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიათა შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, მისი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა“, - ბრძანა ილია მეორემ.

ყველა ახალი ამბავი
0