თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის სრული გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ორშაბათს განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ვოლოკოლამსკიმ, იუწყება РИА Новости.
ორშაბათს, მინსკში პირველად გაიმართა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის თავმჯდომარეობით, მისი მთავარი თემა იყო უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებების შეფასება და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში საპასუხო რეაგირების ღონისძიებების შემუშავება. მანამდე, პატრიარქ კირილის პრესმდივანმა, მღვდელმა ალექსანდრე ვოლკოვმა „ადექვატური და მკაცრი" რეაგირების პირობა დადო, რომელიც კონსტანტინეპოლში საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს მოჰყვება.
„წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული ურთიერთობის მთლიანად შეწყვეტის შესახებ. ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენმა წმიდა სინოდმა სხვა გადაწყვეტილების მიიღება ვერ შეძლო, რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლოდროინდელი ქმედებების მთელ ლოგიკას ამისკენ მივყავართ“, - განუცხადა მეუფე ილარიონმა ჟურნალისტებს.
მანამდე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვიტა დაიწყოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი. კონსტანტინოპოლმა ასევე გადაწყვიტა გააუქმოს ანათემა და ყველა აკრძალვა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიამ „კიევის საპატრიარქოს" თვითმარქვია ხელმძღვანელ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის სხვა მღვდელმთავრებს დაადო.
ამგვარად, კონსტანტინოპოლმა პირველად ცნო ლეგიტიმურად უკრაინის საეკლესიო სტრუქტურები. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა თავისი უფლებების შესახებ უკრაინაში და გამოიწვია 1686 წლის ისტორიული წერილის უფლებრივი ვალდებულებები, რომელიც ეხება მოსკოვის პატრიარქის მიერ კიევის მიტროპოლიტის დანიშვნის უფლებას.
ილია მეორემ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა >>
მანამდე, საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება უკრაინის საკითხზე და აღნიშნა, რომ საჭიროა სიფრთხილე, რათა არ დაიშვას საზოგადოების დაპირისპირება და კიდევ უფრო რთული პროცესების განვითარება.
„რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: – ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.