თბილისის რომელ რაიონშია ყველაზე ძვირი უძრავი ქონება – კვლევა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისის ცენტრში
ახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო სახლები და საცხოვრებელი ბინები ყველაზე კარგად იყიდება საბურთალოს, ვაკისა და გლდანის რაიონებში.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ბინის ყიდვა ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია, ყველაზე იაფი კი სამგორში, ასეთია „თიბისი ბანკის", თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ორგანიზაცია ForSet-ის კვლევის შედეგები.

დუბაი - Sputnik საქართველო
საქართველო დუბაიში გამართულ უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაში მონაწილეობს

ანგარიში, რომელიც Forbes Georgia-მ წარმოადგინა, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებას ასახავს. აპრილი-ივნისის მონაცემებთან შედარებით, უძრავი ქონების ფასმა ქვეყანაში 2,4%-ით მოიმატა. 2017 წლის მესამე კვარტლის ინდექსს თუ შევადარებთ, ზრდამ 24,3% შეადგინა.

ქართული ბაზრის ზრდაზე ყველაზე დიდ გავლენას თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ახდენს. მთლიანი ქვეყნის მასშტაბით გაყიდული უძრავი ქონების 44% სწორედ თბილისზე მოდის.

კონკრეტულ რაიონებს რაც შეეხება, კერძო სახლები და საცხოვრებელი ბინები ყველაზე კარგად იყიდება საბურთალოს რაიონში – მთლიანი ბაზრის 27%. შემდეგ მოდის ვაკე – 16,1% და გლდანი – 12,2%.

2018 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ფართობის ფასი თბილისის რაიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

• მთაწმინდა - 1099 აშშ დოლარი, წლის განმავლობაში ღირებულება 7,3%-ით გაიზარდა;

• ვაკე - 972 აშშ დოლარი, ზრდა 5,3%

• საბურთალო - 893 აშშ დოლარი, ზრდა 5,3%

• კრწანისი - 829 აშშ დოლარი, ზრდა 2,3%

• დიდუბე 783 აშშ, ზრდა 12,4%

• ჩუღურეთი - 771 აშშ დოლარი, ზრდა 2,9%

• ისანი - 682 აშშ დოლარი, ზრდა 2,6%

• ნაძალადევი - 628 აშშ დოლარი, ზრდა 2,6%

• გლდანი 570 აშშ დოლარი, ზრდა 9,9%

• სამგორი - 546 აშშ დოლარი, წლის განმავლობაში „კვადრატულის" ფასი 7,3%-ით შემცირდა.

Строительство нового жилого дома - Sputnik საქართველო
თბილისში მშენებლობის წესები გამკაცრდა: მოსალოდნელია ფასების ზრდა

კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასების ინდექსში თბილისში ბინების იჯარის ფასი, პირიქით, იკლებს.

გასული წლის მესამე კვარტალში თბილისის უბნების მიხედვით კვადრატული მეტრი ფართობის იჯარის ფასი შემდეგია:

მთაწმინდა - 7,7 აშშ დოლარი, წლის განმავლობაში იჯარის ფასი 13,9%-ით დაეცა

• ვაკე - 7,3% აშშ დოლარი, ფასი 8,1%-ით შემცირდა

• კრწანისი - 7,05 აშშ დოლარი, ფასი 9,8%-ით შემცირდა

• ჩუღურეთი - 6,78% აშშ დოლარი, ზრდა 4,4%

• საბურთალო - 6,75 აშშ დოლარი, ზრდა 3,1%

• ისანი - 6,69 აშშ დოლარი, ზრდა 2,5%

• დიდუბე - 6,05 აშშ დოლარი, კლება 0,9%

• სამგორი - 5,69 აშშ დოლარი, ზრდა 19%

• ნაძალადევი - 5,32 აშშ დოლარი, ზრდა 0,6%-ით

 

ყველა ახალი ამბავი
0