გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ აიკრძალა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები კობი-გუდაურის გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები კობი-გუდაურის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალვა ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონავეთზე - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიურმა თოვამ ზვავსაშიშროება გამოიწვია, გზებზე აკრძალვები კვირას, საღამოს სწორედ ამის გამო დაწესდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0